ბრაზილიელი მოდელი ნატალია ფელიქსი ერთობ უცნაური და საიდუმლოებით მოცული ვინმეა. ის არ იფიქროთ, რომ თითქოს ნატალიას საიდუმლოებრიობა რაიმე მისტიკას უკავშირდება და არც ლათინურ ამერიკაში ესოდენ გავრცელებულ მკითხავ-მჩხიბავობაში მხილებული შეუნიშნავს ვინმეს.
საქმე იმაშია, რომ ნატალია ფელიქსი შეყვარებულებს მუდამ ასაიდუმლოებს და ყველა გულისსწორს ისე სწრაფად შორდება, რომ კაცი ვერ გაიგებს ან შეხვედრა რა იყო, ან განშორება. ეს მაშინ, როდესაც წარმოდგენილი ფოტოებიდანაც მიხვდებით, რომ ამ ასულს დასაწუნი და ტუჩასაბზუებელი ნამდვილად არაფერი სჭირს.
ნატალიას ერთ-ერთი უკანასკნელი სატრფო, ბრაზილიელი ფეხბურთელი დუგლას კოშტა გახლდათ, რომელთან ნეტარყუჩობა სულ რაღაც ორიოდ თვე გაგრძელდა. მანამდე ეს გოგო მექალთანეობით სახელგავარდნილ ნეიმართან ერთადაც შენიშნეს და ის ამბავიც კონკიას ზღაპარივით მალე დასრულდა.