„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბი თავდამსხმელ ვილიანს ახალი კონტრაქტის შესახებ ელაპარაკება.
ბრაზილიელის ლონდონურ კუბთან კონტრაქტს ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, მას სხვა კუბებთან მოლაპარაკება უკვე 1 იანვრის შემდეგ შეუძლია.
„დიახ, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ვილიანს ახალი კონტრაქტის შესახებ ესაუბრება. ამჟამად ფინანსურ საკითხს არკვევენ. ის შესანიშნავი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. თანაგუნდელებსაც ძალიან უყვართ. ბედნიერი ვარ რომ ჩემს განკარგულებაში ასეთი მოთამაშეა.“ - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Daily Mail.