თამაშგარე

12:15 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილმა 219 ბავშვს ოპერაცია დაუფინანსა

"არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა მსოფლიოს მასშტაბით 219 ბავშვის ოპერაცია დააფინანსა. ამის შესახებ იოზილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"219 ბავშვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. როცა მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით მაშინ ვთქვით, რომ 1000 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციას დავაფინანსებდით. დიდი მადლობა ექიმებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ბავშვებს გვერდში დაუდგა. 2020 წელი წინ არის კიდევ ბევრი სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ"- განაცხადა იოზილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115927