ნბა-მ "ვაშინგტონ ვიზარდსის" უკანახაზელი აიზეა ტომასი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ტომასის დისკვალიფიკაციის მიზეზი "ფილადელფიასთან" მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტი იყო. "ფილადელფიის" გულშემატკივარმა აიზეას შუა თითი უჩვენა, რაზეც ტომასმა გულშემატკივარს უცენზურო სიტყვებით მიმართა, მსაჯმა უკანახაზელს შეხვედრა დაატოვებინა და ნბა-მ აიზეა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
"ფილადელფიამ" იმ გულშემატკივარს" ვინც აიზეას შუა თითი უჩვენა, დარბაზში შესვლა ერთი წელი აუკრძალა.