„ლესტერთან“ პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩის წინ, „ლივერპულის“ მთვარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ჩენ ვარდის შეჩერებას შევეცდებით. იმ დროში, რაც პრემიერლიგაში ვმუშაობ, დავრწმუნდი, რომ ის საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელების სამეულშია. მის წინააღმდეგ ყოველთვის რთულია თამაში. შევეცდებით ბურთი არ მივაღებინოთ.
ბრენდან როჯერსი ჩინებულად მუშაობს „ლესტერში.“ მან ეს კლუბი ისევ საუკეთესოთა შორის დააბრუნა.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ „ლესტერ“ – „ლივერპულის“ მატჩი 26 დეკემბერს გაიმართება ლესტერში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.