ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, მადრიდის „რეალი“ ახალი მოთამაშეების შეძენას არ აპირებს - წერს Marca.
წყაროს ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს, ედენ აზარის და გარეთ ბეილის იმედი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით კარიმ ბენზემაზე. ზიდანს მიაჩნია, მის თანამემამულეს გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.
კლუბის ხელმძღვანელობისა და ზიდანის აზრით, ბოლო მატჩებში დაკარგული ქულები უფრო უიღბლობის ბრალია და არა შემადგენლობაში არსებული პრობლემების.
„სამეფო კლუბში“ ასევე ახალწვეულის, ლუკა იოვიჩის პროგრესს ელიან, რომელიც ზაფხულში 60 მილიონ ევროდ იყიდეს ფრანკფურტის „აინტრახტისგან.“
ამჟამად, „რეალი,“ 37 ქულით პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზეა და ორი პუნქტით ჩამორჩება „ბარსელონას.“