კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ბლაუგრანაში“ დაბრუნებას ეშურება. როგორც ლაპორტამ განაცხადა, 2021 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
„თუ არცერთი კანდიდატი არ წარმადგენს, საკუთარ თავს არჩევნებში მე თვითონ წარვადგენ. ახლა ზუსტად ამ სიტუაციაში ვარ. ჯერ კიდევ დიდი ენთუზიაზმი მაქვს და ნამდვილად შემიძლია კანდიდატურის წამოყენება“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ 2003-2010 წლებში ხელმძღვანელობდა და „ბლაუგრანას“ აღმავლობაც მის სახელს უკავშირდება, როდესაც 2003 წლის ზაფხულში ბრაზილიელი რონალდინიო შეიძინა.