ფეხბურთი

20:45 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონზე განათების და გახმოვანების სისტემის მონტაჟი დასრულდა (+VIDEO)

ბათუმის სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემის მონტაჟი დასრულდა. როგორც „შპს სტადიონი“ იტყობინება, განათებისთვის Philips-ის 192 სანათია გამოყენებული. 1 500 ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული.

განათება შეესაბამება სათამაშო მოცულობას, სამაყურებლო მოთხოვნებს და სატელევიზიო ტრანსლაციას.

გარდა ამისა, დამონტაჟდა გახმოვანების სისტემაც, რომლის შემთხვევაში RCF იტალიური ბრენდია გამოყენებული HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146476