ფეხბურთი

2:25 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" "ნიუკასლის" ანტირეკორდის გამეორების შანსი აქვს

„ლივერპულმა“ სეზონის პირველი ნაწილი უბრალოდ შეუდარებლად განვლო და პრემიერლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს.

იურგენ კლოპის გუნდმა აქამდე მოსვლა წაუგებლად მოახერხა და ქულებიც ერთადერთხელ დაკარგა („მანჩესტერთან 1:1) დანარჩენი მატჩები კი მოიგო. შედეგად, „წითლები“ უახლოეს მდევარ „ლესტერს“ 10 ქულით უსწრებენ და თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული.

საინტერესოა, რომ თუ „ლივერპული“ ჩემპიონი ვერ გახდება, „ნიუკასლ იუნაიტედის“ ანტირეკორდს გაიმეორებს. პრემიერლიგაში აქამდე ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ ლიდერს 10 ან მეტქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონი ვერ გახდა.

1995-1996 წლების სეზონში „კაჭკაჭებმა“ ესოდენ სოლიდური უპირატესობა გაანიავეს და ჩემპიონობა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუთმეს.

0.115946