ფეხბურთი

1:59 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "რონალდუმ მითხრა, რომ სერია A მსოფლიოში ყველაზე რთული ჩემპიონატია"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ იტალიაში გადაბარგებამდე რჩევა კრიშტიანუ რონალდუს ჰკითხა. ბელგიელის თქმით, პორტუგალიელმა სერია A ყველაზე რთულ ჩემპიონატად დაუხასიათა.

„კრიშტიანუ რონალდუმ მითხრა, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე დაცვითი და ძნელი ჩემპიონატი. მან თქვა, რომ გოლები ყველგან გაუტანია, მაგრამ ამის გაკეთება აქ ყველაზე რთული იყო. და, თუ კრიშტიანუ თვლის, რომ რთულია, მაშინ ნამდვილად რთული უნდა იყოს.

სერია A ინგლისის ჩემპიონატზე რთულია. პრემიერლიგაში უფრო ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ აქ თამაშის სხვა მოდელია“, - აღნიშნა ლუკაკუმ.

შედარებისთვის, რონალდუმ გასული სეზონიდან მოყოლებული სერია A-ში 45 თამაში ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა, ხოლო ლუკაკუს მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.

0.122027