ფეხბურთი

1:03 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რატომ არ თამაშობენ ფრანგები "ლივერპულში?" - იურგენ კლოპის პასუხი

ინგლისური „ლივერპული“ საკლუბო დონეზეა მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო საფრანგეთი - სანაკრებო დონეზე. თუმცა, „წითლების“ რიგებში არცერთი ფრანგი მოთამაშე არ ირიცხება.

Canal+ იურგენ კლოპს ესაუბრა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთებინა. გერმანელმა განაცხადა, რომ ფრანგების „ლივერპულში“ არ ყოფნის მიზეზი მაღალი სატრანსფერო ფასებია.

„განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, რის გამოც გუნდში ფრანგები არ გვყავს. კილიანი პსჟ-ში თამაშობს, ხოლო გრიზმანს „ბარსელონაში“ წასვლა უნდოდა და ყველამ ვიცით თუ რა დიდ გუნდზეა საუბარი.

სიამოვნებით ვიყოლიებდით შემადგენლობაში რამდენიმე ფრანგს, მაგრამ ზოგი მათგანის შეძენა ძალიან ძვირი ჯდება“, - თქვა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.219964