ფეხბურთი

0:34 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლამ თავის მომავალზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისურ გუნდში მომდევნო სეზონშიც იმუშავებს.

„ეს ჩემი მეოთხე სეზონია აქ, მომდევნო მეხუთე იქნება, რადგან მინდა, რომ „მანჩესტერ სიტიში“ შემდეგ სეზონშიც დავრჩე. აქ ძალიან კარგად ვარ, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ ვიმსახურებ ახალ კონტრაქტს“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ესპანელი „ქალაქელებს“ 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებს, თუმცა მიმდინარე სეზონში მის გუნდს პრობლემები აქვს, განსაკუთრებით პრემიერლიგაში და ლიდერ „ლივერპულთან“ ჩამორჩენა დიდია.

სწორედ ამიტომ, ბოლო დროს დაირხა ხმები გვარდიოლას „სიტიდან“ სეზონის ბოლოს შესაძლო წასვლის შესახებ. მოქმედი კონტრაქტით კი, ესპანელი „ეტიჰად სთედიუმზე“ 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

0.115428