ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაბრუნდეს. რუსული მედიის ცნობით, „რკინიგზელები“ მზად არიან ჩვენებურის სატრანსფერო უფლებები 600 ათას ევროდ გამოისყიდონ.
აღსანიშნავია, რომ თავად კვარაცხელიაც მზადაა „ლოკომოტივის“ რიგებს დაუბრუნდეს და არაა გამორიცხული ტრანსფერი უკვე იანვარშივე შედგეს.
მოგეხსენებათ, ხვიჩამ გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ „რკინიგზელთა“ რიგებში გაატარა, თუმცა, ზაფხულში გუნდი დატოვა, რამაც სკანდალი გამოიწვია და „რუბინს“ მიაშურა.
ყაზანურ გუნდში კვარაცხელიამ დღემდე 17 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა (ერთი სწორედ „ლოკომოტივის“ კარში) და 1 საგოლე პასი შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯანმრთელობაზე მეფიქრება, ნეტა რამდენად კომპეტენტური ექიმ(ებ)ი ჰყავთ შტაბში?! ისედაც 3 ძალოსანით მივიღეთ მონაწილეობა ჩვენდა საგანგაშოდ და აქედან ლაშას ჩათვლით სამივეს ტრავმა ჰქონდა.
ნეტა თუ მოისურვებს კიდევ ოთხი წლით სპორტში დარჩენას რომ მეოთხე ოლიმპიური ოქროთი უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი გახდეს.
ეს ნამდვილად სამოტივაციო მომენტია მისთვის, მთავარია ჯანმრთელობა.