ფეხბურთი

14:13 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კახა ჩხეტიანი "დინამოს" მთავარი მწვრთნელია

„დინამო თბილისმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ჩხეტიანის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

41 წლის სპეციალისტი „დინამოში“ ადრეც მუშაობდა, როდესაც გია გეგუჩაძის ასისტენტის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, ჩხეტიანი 2016 წლიდან ქუთაისის „ტორპედოში“ მოღვაწეობდა და სახელიც ამ გუნდში გაითქვა, რომელსაც ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა, ორ-ორჯერ კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114197