თამაშგარე

10:47 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიმ კარდაშიანი ყოფილმა მწვრთნელმა მსუნაგობაში ამხილა

სომხური წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი კიმ კარდაშიანი მისი ცხოვრების წესითა თუ კაცთმოყვარეობით, ყოველთვის სპორტთან იყო დაკავშირებული და როგორც თავად დღენიადაგ იძახდა, მუდმივი ვარჯიშები და სხეულის გაკაჟება მისთვის სუჯუხის ჭამაზე უფრო ფასეული რამ გახლდათ.

თუმცა არაფერია დაფარული, რომელიც ოდესმე არ განცხადდება და ამ ბიბლიური ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ კიმ კარდაშიანის “სპორტულობის“ მითიც დაიმსხვრა. ეს ამბავი კი სააშკარაოზე კარდაშიანის ყოფილმა მწვრთნელმა გამოიტანა, რომელიც როგორც ჩანს ამ ქალზე ნამეტანი განაწყენებულია.

ძუძუმთა კიმის ნამწვრთნელარი ამბობს, რომ მისი ყოფილი შეგირდი უზარმაცესი ვინმეა და ჭამა იმდენად უყვარს, რომ შუაღამესაც კი იღვიძებს სასუსნავების ჩასანთქვად. ამას ისიც მოაყოლა, რომ კიმ კარდაშიანის სავარჯიშო დარბაზისკენ “გატყუება“ მეტად რთული საქმეა და თავის დროზე დიდი ძალისხმევა ჭირდებოდა ამ ქალის სხეულზე სამუშაოდ. კიმს ჯერ არაფერი უთქვამს ყოფილი მწვრთნელის ბჟუტურზე, მაგრამ ეს ამბავი მარტივად რომ არ დასრულდება - ცხადია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316