ფეხბურთი

0:06 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ 12 გამარჯვების შემდეგ რონალდუ ფინალში პირველად დამარცხდა

კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წლის შემდეგ პირველი ფინალი წააგო. იტალიის სუპერთასზე კრიშტიანუს „იუვენტუსი“ რომის „ლაციოსთან“ ვერაფერს გახდა და 1:3 დამარცხდა.

გაირკვა, რომ რონალდუმ ფინალში ზედიზედ 12 გამარჯვების შემდეგ პირველად წააგო. პორტუგალიელმა „რეალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სამჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი, ორჯერ ევროპის სუპერთასის, თითოჯერ კი ესპანეთისა და იტალიის სუპერთასის ფინალები. გარდა ამისა, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისა და ერთა ლიგის ფინალებშიც იმარჯვა.

ამრიგად, ერ-რიადში გამართული ფინალი ბოლო 13 ფინალიდან პირველი გამოდგა, რომელიც რონალდუს გუნდის მარცხით დასრულდა.

0.1137