ფეხბურთი

20:09 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნუბელი "ბაიერნში" ითამაშებს

გელზენკირხენის „შალკემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს ალექსანდერ ნუბელი დატოვებს.

23 წლის მეკარემ „ხუმარებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ოფიციალურად უცნობია სად გაგრძელდა ნიჭიერი გერმანელის კარიერა, მაგრამ Bild-ი დარწმუნებულია, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ იქნება მისი მომდევნო გაჩერება. „რეკორდმაისტერს“ ნუბელი მანუელ ნოიერის შემცვლელად ესახება. მიუხედავად იმისა, რომ ნოიერი „ალიანც არენაზე“ 2023 წლამდე დარჩება, ნუბელი მის შესაცვლელად ამ პერიოდში მოემზადება.

ალექსანდერ ნუბელი „შალკეს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 41 თამაში აქვს ჩატარებული.

0.115107