ფეხბურთი

16:10 | 22.12.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: ფლიკი "ბაიერნს" სეზონის ბოლომდე გაწვრთნის

მიუნხენის "ბაიერნს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰანსი ფლიკი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. კლუბი ფლიკის მუშაობით და სათამაშო ხარისხით.

ფლიკი 2019 წლის ნოემბრამდე ნიკო კოვაჩის თანაშემწედ მუშაობდა და ხორვატი სპეციალისტის გუნდიდან გაშვების შემდეგ, მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ფლიკის გაწვრთნილმა "ბაიერნმა" ათიდან რვა მატჩი მოიგო და ორ შეხვედრაში დამარცხდა. "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, ხოლო ბუნდესლიგის პირველი წრე მესამე ადგილზე 33 ქულით დაასრულა და ლიდერ "ლაიპციგს" ოთხი ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:57 | 26.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

სიბერემ იცის,თუ ვეღარ ეწევა ვერავის ვეღარც წააქცევს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.056294