ფეხბურთი

14:15 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: "მანჩესტერ სიტისთან" თამაში კარგი გაკვეთილი იყო"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "მანჩესტერ სიტისთან" წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ლოგიკური შედეგი მიიღო და მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა.

"პირველ ტაიმში საკმარისად კარგები არ ვიყავით. ითამაშო ასეთი დონის გუნდთან არის კარგი გაკვეთილი ჩვენთვის. შედეგთან მიმართებაში კი საწუწუნო არაფერი გვაქვს. მეორე ტაიმში ჩვენ თავს უფრო ვგავდით, თუმცა დავინახეთ რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრი აქვთ გასაუმჯობესებელი, შეგვეძლო გაგვეტანა, თუმცა ამისთვის მომენტების გამოყენებაა საჭირო. მეტოქეს პატივს ვცემთ. "მანჩესტერ სიტი" სხვა დონეზე იმყოფება, ხოლო კევინ დე ბრუინმა მსოფლიო კლასის თამაში აჩვენა. მიუხედავად ყველაფრისა, სატურნირო ცხრილში "ქალაქელებზე" მაღლა ვართ, რაც ამტკიცებს რომ კარგად ვმუშაობთ." - განუცხადა BBC Sports-ს როჯერსმა.

"მანჩესტერ სიტისთან" წაგების შემდეგ "ლესტერი" (39 ქულა) ახლა უკვე ერთი ქულით უსწრებს "ქალაქელებს". მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს შინ "ლივერპულთან" ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113238