ფეხბურთი

12:00 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი ექვსი კვირა იუქმებს

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. ესპანელმა ფეხბურთელმა "ვოლფსბურგთან" მოგებულ (2:0) ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო და სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" დამრიგებელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

მარტინესმა მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხავი "ბაიერნმა" 2012 წელს "ბილბაოდან" 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ესპანელმა ნახევარმცველმა 231 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099871