ფეხბურთი

10:18 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჩემი ბიჭებით ვამაყობ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ წარმოუდგენელი გრძნობაა ასეთი ტურნირის პირველად მოგება და თავს ბედნიერად გრძნობს.

"ყველასთვის წარმოუდგენელი საღამო იყო. რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები ყველა მატჩში ამტკიცებენ, რომ გამარჯვება სურთ. ამ საღამოს მეტის გაკეთება არ შეგვეძლო. მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი არსებობის ისტორიაში წარმოუდგენელი გრძნობაა - ჩემი ბიჭებით ვამაყობ. რთულ მეტოქესთან წარმოუდგენლად ვითამაშეთ, შევქმენით მომენტები და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ." - ციტირებს Sky Sports-ი გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს.

"ლივერპულმა" არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ფინალში "მერსისაიდელებმა" "ფლამენგო" დამატებით დროში 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 98-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა. ასევე, "ლივერპული" გახდა მეორე ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" (2008), რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე იმარჯვა.

0.111675