სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:54 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" ზამთრის ჩემპიონია, "ბაიერნს" 18 წლის გმირი გამოუჩნდა

გერმანიის ბუნდესლიგის პირველი წრე კვირას ორი მატჩით დასრულდება, მაგრამ უკვე ვიცით, რომ „ლაიფციგი“ ზამთრის ჩემპიონია.

იულიან ნაგელსმანის გუნდმა სეზონის ერთი ნაწილი დიდებულად ჩაატარა და არდადეგებს ლიდერის პოზიციაზე დამსახურებულად შეხვდება. „რედ ბულელებმა“ შინ „აუგსბურგთან“ ინერვიულეს, რადგან 68-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ შემდეგ ჩარხი თავიანთ სასარგებლოდ დაატრიალეს და 3:1 იმარჯვეს. ვინაიდან პარალელურად, „გლადბახმა“ ბერლინში, „ჰერტასთან“ ვერ მოიგო, „ლაიფციგი“ ზამთრის ჩემპიონი გახდა, 37 ქულით, ხოლო მას კვალში მიონხენგლადბახელები 35 ქულით უდგანან.

იქვეა მიუნხენის „ბაიერნი“ 33 ქულით. „რეკორდმაისტერი“ ისევე როგორც ოთხი დღის წინ „ფრაიბურგთან“, ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, მაგრამ როგორც მაშინ, ახლაც მშველელად ჯოშუა ზირკზეე მოევლინა. 18 წლის ჰოლანდიელმა ფრაიბურგშიც გამარჯვების გოლიც გაიტანა და ახლაც. მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნმა“ „მგლებს“ 2:0 აჯობა, 85-ე წუთზე ზირკზეეს გოლი გადამწყვეტი იყო, რადგან ანგარიში სწორედ მან გახსნა, სერჟ გნაბრიმ კი უბრალოდ სოლიდური სხვაობა დააფიქსირა.

პლეი-აუტის ზონაში გამოიზამთრებს „ვერდერი“, რომელიც კონკურენტ „კიოლნთან“ დამარცხდა და ადგილი გაუცვალა, მისთვის არასასურველ ვითარებაში. „შალკემ“ და „ფრაიბურგმა“ ორ-ორჯერ დაამწუხრეს ერთმანეთი და ქულები გაინაწილეს, რითაც დიდად კმაყოფილი არცერთი უნდა დარჩენილიყო. „ლევერკუზენმა“ კი სეზონის პირველი ნაწილი ევროპა ლიგის ზონაში დაასრულა და ეს ლუკას ალარიოს დამსახურებაა, რომელმაც „მაინცთან“ საგარეო შეხვედრაში ბოლო წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის პირველი წრე კი დღეს, „დიუსელდორფი“ – „უნიონისა“ და „პადერბორნი“ – „აინტრახტის“ მატჩებით დასრულდება.

„კიოლნი“ – „ვერდერი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კორდობა (39)

„მაინცი“ – „ლევერკუზენი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ალარიო (90)

„ბაიერნი“ – „ვოლფსბურგი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ზირკზეე (85), 2:0 გნაბრი (89)

„შალკე“ – „ფრაიბურგი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 სერდარი (26), 1:1 პეტერსენი (54, პენ), 1:2 გრიფო (67, პენ), 2:2 კუტუჯუ (80)

„ლაიფციგი“ – „აუგსბურგი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (8), 1:1 ლაიმერი (68), 2:1 შიკი (79), 3:1 პოულსენი (89)

„ჰერტა“ – „გლადბახი“ 0:0 (0:0)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.140974