ფეხბურთი

2:40 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A შობას ორი ლიდერით შეხვდება

იტალიის სერია A საშობაო პაუზაზე ორხელისუფლიანობით გავიდა. სამი დღის წინანდელ „იუვენტუსის“ გამარჯვებას, გამარჯვებითვე უპასუხა მილანის „ინტერმა“.

„ნერაძურიმ“ გათამაშების აუსტაიდერი და ბოლო საფეხურზე დაქვეითებული „ჯენოა“ ძალიან ადვილად დაამარცხა და ტურინულ გრანდს გაუტოლდა. რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, ხოლო თითოჯერ რობერტო გალიარდინიმ და სებასტიანო ესპოზიტომ გაიტანეს. სხვათა შორის, 17 წლის ესპოზიტო „ინტერის“ ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში გოლის გატანა მოახერხა. „ინტერი“ „იუვენტუსთან“ ერთად 42 ქულით იყოფს ლიდერობას და 2020 წლის იანვრამდე სატურნირო ცხრილში ამ კუთხით არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება დღის დანარჩენ ორ მატჩს: „სპალმა“ როგორც იქნა მოგების გემო გაიხსენა და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ლეონარდო სემპლიჩის გუნდი „ტორინოსთან“ ტურინში მარცხებოდა, მაგრამ შემდეგ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და 2:1 იმარჯვა.

„კალიარიმ“ მიჯრით 14 მატჩიანი წაუგებელი სერია გასულ ტურში დაასრულა და როგორც ჩანს, ამან როლანდო მარანის გუნდზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. ყოველშემთხვევაში, ფაქტია, რომ სარდინიელებმა მიჯრით მეორე მარცხი განიცადეს, ამჯერად უდინეში „უდინეზესთან“ და სატურნირო მდგომარეობა გაირთულეს, თუმცა ჯერჯერობით მეხუთე ადგილს მაინც ინარჩუნებენ.

„უდინეზე“ – „კალიარი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 დე პაული (39), 1:1 ჟოაო პედრო (84), 2:1 ფოფანა (85)

„ინტერი“ – „ჯენოა“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (31), 2:0 გალიარდინი (32), 3:0 ესპოზიტო (64), 4:0 ლუკაკუ (71)

„ტორინო“ – „სპალი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 რინკონი (4), 1:1 სტრეფეცა (42), 1:2 პეტანია (81)

თეგებისერია A
0.152456