ფეხბურთი

22:42 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის დუბლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში გიორგი მერებაშვილმა დუბლი შეასრულა. მეოცე ტურში პლოცკის „ვისლა“ „პიასტს“ ესტუმრა და 2:1 სწორედ ჩვენებურის გოლებით დაამარცხა.

გიორგიმ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გამარჯვების გოლი გაიტანა. მერებაშვილს მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი დაუგროვდა.

„ვისლა“ კი 30 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ზონაში მოსახვედრად იბრძვის (პირველი რვა გუნდი ხვდება).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113784