ფეხბურთი

21:45 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზირკზეეს მორიგი მიღწევა

18 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზეე გახდა "ბაიერნის" მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა. მიუნხენელებმა ბუნდესლიგის მე-17 ტურში "ვოლსბურგი" 2:0 დაამარცხეს, შეხვედრაში კი ანგარიში 85-ე წუთზე ჯოშუამ გაიტანა.

სადებიუტო ორ შეხვედრაში ზირკზეემდე გოლები 1966 წელს პიტერ ვერნერმა გაიტანა და მას შემდეგ მსგავსი შედეგიანი თამაში ვერავინ დააფიქსირა. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა. ზირკზეემ გასულ ტურში "ფრაიბურგთანაც" შეძლო თავის გამოჩენა და ამ მატჩში ჯოშუა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში გაიტანა გოლი.

0.11184