ფეხბურთი

21:21 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მონტერეიმ" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა (+VIDEO)

2019 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი მექსიკური "მონტერეი" გახდა. კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში აზიის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი საუდის არაბეთის გუნდი "ალ ჰილალი" პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა, შეხვედრის ძირითადი დრო კი 2:2 დასრულდა.

"მონტერეიმ" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილი მეორედ დაიკავა, პირველად მექსიკელებმა ეს 2012 წელს მოახერხეს. ტურნირის ფინალური დაპირისპირება "ლივერპულს" და "ფლამენგოს" შორის 21:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115528