ფეხბურთი

19:54 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლოპესი "ჯენოაში" ტიაგო მოტას შეცვლის

"ჯენოას" მომავალი კვირიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც Goal.com-ი იუწყება, გენუური კლუბის ხელმძღვანელობამ ტიაგო მოტას გაშვება გადაწყვიტა და მის ნაცვლად დიეგო ლოპესს დანიშნავს, რომელმაც "პენიაროლი" ახლახანს დატოვა.

მოტამ სამწვრთნელო კარიერა "პარი სენ ჟერმენის" 19-წლამდელთა გუნდში 2018 წელს დაიწყო და "ჯენოა" მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაიბარა. იტალიელის გუნდმა ცხრა მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო და სამი ფრედ დაასრულა. "ჯენოა" დღეს "ინტერს" სტუმრად დაუპირისპირდება და მოტას ამის შემდეგ გაათავისუფლებენ.

0.111303