ფეხბურთი

18:45 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენდელას თასის ფინალში "დინამო" "კაირატს" დაუპირისპირდება

"დინამო" თბილისის 11 წლამდე შემადგენლობა საიუბილეო ბენდელას თასის გათამაშებაზე მორიგი ტიტულისკენ მიიწევს.

ზურა ელიავას შეგირდებმა დღეს ტურნირის ნახევარფინალში მასპინძელ საბურთალოსთან საინტერესო შეხვედრა გამართეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ანგარიში ციკოლიამ შორი და უზუსტესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი ლომიძემ თავური დარტყმით გაიტანა.

ოქროს მედლების მოსაპოვებლად ხვალ დინამოელები ალმათის კაირატს (რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში გორს 7:0 აჯობა) ბენდელას სტადიონზე 18.00 საათიდან დაუპირისპირდებიან.

FC DINAMO

თეგებიდინამო
0.113811