ფეხბურთი

16:42 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რანგნიკს ერთდროულად რამდენიმე პოსტს სთავაზობს

იტალიური „მილანის“ ხელმძღვანელობამ რალფ რანგნიკს მომხიბვლელი წინადადება შესთავაზა. გაზეთი Bild-ის ინფორმაციით, „როსონერი“ გერმანელ სპეციალისტს ერთდროულად მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობს.

თანხმობის შემთხვევაში „შტუტგარტის“, „ლაიფციგისა“ და „შალკეს“ ყოფილი მწვრთნელი იტალიურ გრანდს ივლისში ჩაიბარებს, მანამდე კი კლუბს კვლავ სტეფანო პიოლი უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რანგნიკის მოსვლის შემთხვევაშიმ ის ერთდროულად მთავარი მწვრთნელის, სპორტული დირექტორის და სკაუტების სამსახურის უფროსის პოსტს შეითავსებს, რაც პაოლო მალდინისა და ზვონიმირ ბობაბის გავლენას საგრძნობლად შეამცირებს.

0.12137