ფეხბურთი

14:50 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინა" უმწვრთნელოდ დარჩა

ფლორენციის „ფიორენტინადან“ ვინჩენცო მონტელა დაითხოვეს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

„იების“ ხელმძღვანელობამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც „ფიორენტინამ“ სერია A-ს ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „რომასთან“ 1:4 წააგო. ფლორენციელებისთვის სეზონი ძალზე წარუმატებლად მიმდინარეობს და 16 ტურში მხოლოდ 17 ქულა მოიპოვეს, ხოლო ბოლო 7 თამაში არ მოუგიათ.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მონტელას, თუმცა, Sky Sport-ის ინფორმაციით, მთავარი კანდიდატი ჯუზეპე იაკინია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124701