ფეხბურთი

13:55 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა შესაძლოა არგენტინაში გადავიდეს

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა შესაძლოა სულ მალე არგენტინის ჩემპიონატში ვიხილოთ. TNT Sports-ის ინფორმაციით, პირინელით „ესტუდიანტესია“ დაინტერესებული.

მიუხედავად იმისა, რომ ინიესტას „ვისელ კობესთან“ კონტრაქტი 2021 წლის 31 იანვრამდე აკავშირებს, არაა გამორიცხული ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდეს.

აღსანიშნავია, რომ „ესტუდიანტესში“ ინიესტას ყოფილი თანაგუნდელები გაბრიელ მილიტო და ხავიერ მასკერანო ელოდებიან. ერთი სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, მეორე - ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, ინიესტამ „ბარსელონა“ 2018 წელს დატოვა და კარიერა იაპონიაში, „ვისელ კობეს“ რიგებში გააგრძელა.

0.119177