ფეხბურთი

3:35 | 21.12.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ალისონი: "ოქროს ბურთი" მესის? ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, ის კარიერის დასასრულს უახლოვდება"

ინგლისური „ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ მოსაგებად მას, ვირჯილ ვან დეიკსა და სადიო მანეს ბევრი დრო აქვთ, ხოლო ლიონელ მესი კარიერის ბოლო ეტაპზეა.

როგორც ბრაზილიელმა განაცხადა, მესის დიდი გულშემატკივარია და გამარჯვება დაიმსახურა. თუმცა, ასევე იმსახურებდნენ მისი ლივერპულელი თანაგუნდელებიც.

„ჩემს გუნდში მინიმუმ ხუთი ფეხბურთელია, რომელთაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ მე „ოქროს ბურთი“ დავიმსახურე, მაგრამ მე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ასევე იმსახურებდნენ მანე, ვან დეიკი და სალაჰი.

მესი? განსხვავება მინიმალურია, მაგრამ მესი სხვა პლანეტაზეა და გამარჯვება თავისი თვისებებით და იმით დაიმსახურა, რაც ბოლო წლებში ფეხბურთისთვის გააკეთა, მესის დიდი გულშემატკივარი ვარ. მე, მანეს და ვან დეიკს კიდევ ბევრი დრო გვაქვს „ოქროს ბურთის“ მოსაგებად, მესი კი კარიერის დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ალისონმა.

შეგახსენებთ, დღეს "ლივერპული" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ფლამენგოს" დაუპირისპირდება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:44 | 07.09.2024
ogafa (10230)

მოსალოდნელი იყო

19:40 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

სათადარიგოებიც დაგეწერათ ბარემ თუ მოგსდევდათ ვინმე უკან?

19:38 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

გველესიანის ამდენი ხნით დაკარგვა ვერ მომინელებია

19:37 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

იმედია ამჯერადაც მიმტყუნებს სიზმარი

19:35 | 07.09.2024
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

ან ფრე იქნება ან 1:4 -ს წავაგებთ,სიზმარი ვნახე,ჩვენი ერთიანი მკაფიოდ ჩანდა აი მათი 1 იყო თუ 4 ვერ გავარჩიე

19:11 | 07.09.2024
zirzikichi (2952)

გოგლიჩიძე და საბა საზონოვი მომავალი დაცვის ხაზი იქნება მთავარია ეხლა ითამაშონ ემპოლიში. ლოჩოშვილის დაყენებით უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელს ენდო. მოსალოდნელი შემადგენლობა იყო, პრინციპში არაფერი სიახლე არ არის ამ შემადგენლობაში.

19:11 | 07.09.2024
KoRBeN DaLLaS (24848)

ვიცოდი რომ არაფერს შეცვლიდა ტაქტიკის მხრივ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063198
სარეკლამო ადგილი - 99
X x X