ფეხბურთი

21:54 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლინსმანს ჯაკას დამატება სურს

"ჰერტა" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელის გრანიტ ჯაკას გადაბირებას შეეცდება. როგორც Sky Germany იუწყევა, ბერლინური კლუბის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლინსმანს საყრდენის დამატება სურს და პირველი კანდიდატი მისთვის ჯაკაა.

"არსენალში" ახლახანს მიკელ არტეტა დაინიშნა და ჯაკას მომავალი გაურკვეველია. ჯერჯერობით უცნობია ესპანელი გაუშვებს თუ არა გრანიტს სხვა გუნდში. შვეიცარიელს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, 2012-2016 წლებში "გლადბახის" რიგებში ასპარეზობდა. "მეთოფეთა" მაისურით კი ჯაკამ 148 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.139348