ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველმა ტობი ალდერვეირელდმა ლონდონის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ბელგიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს 2015 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მას შემდეგ ალდერვეირელდმა 179 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა კლუბში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვიტა.