ფეხბურთი

19:10 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არტეტამ "არსენალი" ჩაიბარა

ესპანელმა ახალბედა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ლონდონის "არსენალი" ჩაიბარა. როგორც "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 37 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააფორმა. არტეტამ აღნიშნულ პოსტზე ფრედი იუნბერგი შეცვალა, რომელიც უნაი ემერის გაშვების შემდეგ დროებით იყო გუნდის დამრიგებელი.

არტეტას სამწვრთნელო გამოცდილება 2016 წელს დაიწყო და მხოლოდ ერთ გუნდში უმუშავია, ისიც თანაშემწედ. მიკელი თანამემამულის პეპ გვარდიოლას დამხმარე იყო "მანჩესტერ სიტიში". "არსენალმა" არტეტას სანაცვლოდ "ქალაქელებს" ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

მიკელ არტეტა ლონდონის "არსენალში" ხუთი სეზონი თამაშობდა. ესპანელი "მეთოფეთა" რიგებს 2011 წელს შეუერთდა და ამპლუით ნახევარმცველმა 150 ჩატარებულ მატჩში 16 გოლი გაიტანა. "არსენალთან" ერთად არტეტას ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118657