ფეხბურთი

16:27 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

The Guardian-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია

ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა 2019 წლის 100 გამორჩეული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. საუკეთესო „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების შემტევი, ლიონელ მესი გახდა. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ მცველი, ვირჯილ ვან დეიკი გავიდა. მესამეზე - მისი თანაკლუბელი სადიო მანე. „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მეოთხე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის პირველი ათეული ასეთია:

  1. ლიონელ მესი (ბარსელონა)
  2. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული)
  3. სადიო მანე (ლივერპული)
  4. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)
  5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  6. კილიან მბაპე (პსჟ)
  7. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
  8. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
  9. ალისონ ბეკერი (ლივერპული)
  10. ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა)
0.115059