ფეხბურთი

15:19 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბორინი „მილანს“ იანვარში დატოვებს

„მილანის“ თავდამსხმელის, ფაბიო ბორინის აგენტმა, რობერტო დე ფანტიმ, დაადასტურა, რომ მისი კლიენტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს კლუბს.

„ყველა მწვრთნელი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. ვეცდებით, ფაბიო სხვა კლუბში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადავიდეს. მას შეთავაზებები აქვს იტალიიდან და ინგლისიდანაც. „მილანში“ გატარებული წლები მისთვის კარგი გამოცდილება იყო.“ - ციტირებს ფანტის სიტყვებს Football Italia.

ბორინი „მილანში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში მილანელთა მაისურით მან მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა და თავი არაფრით გამოუჩენია.

0.113779