ჭადრაკი

12:24 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზმაის გამარჯვებით დასრულდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში,საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დახურვა გაიმართა!

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის კლუბმა 'აზმაი'-მ დაამარცხა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გუნდი 'ნტნ' და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ვერცხლის მედალი და მეორე ადგილი ‘ნტნ’-მა მოიპოვა.

მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ქუთაისის ‘ქუთაისმა’ ფოთის ‘ნანა’დაამარცხა!

საკლუბო ჩემპიონატის დახურვაზე გამარჯვებულები - ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურა აზმაიფარაშვილმა დააჯილდოეს.

2019 წლის საქართველოს საკლუბო პირველობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა.

ჩემპიონატი ორ ზონად: აღმოსავლეთი და დასავლეთი გაიმართა . მასში მონაწილეობა 20 კლუბის 350-მდე მოჭადრაკემ მიიღო.

ასპარეზობა 9 თვე გაგრძელდა და თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 8 მოჭადრაკით (I-II დაფა -მოზრდილები;III-IV U16; V-VI-U12; VII-VIII-U10)

თითოეული ზონის 2 გამარჯვებული ოლიმპიური სისტემით 18-19 დეკემბერს შეეჯიბრა ერთმანეთს საქართველოს საუკეთესო კლუბი ტიტულისათვის.

ფინალური ოთხთა ტურნირის საპრიზო ფონდი 14 000 ლარს შეადგენდა.

gcf.org.ge

0.138405