"ფლამენგო" ბრაზილიელი ფეხბურთელის გაბიგოლის გამოსყიდვასთან ახლოსაა. როგორც Fox Sports-ს კლუბის პრეზიდენტმა მარკო ბრაზამ განუცხადა, მილანის "ინტერთან" მოლაპარაკება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გაგრძელდება და ფეხბურთელის დამატების დიდი იმედი აქვს.
"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. ბოლო ოთხი თვეა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და პროგრესი აშკარად გვაქვს. რამდენია ტრანსფერის ღირებულება? 22 მილიონ ევროზე ნაკლებია, ეს ის თანხაა, რომელსაც მედიაში ასახელებენ. " - განაცხადა ბრაზამ.
გაბიგოლი "ინტერმა" "სანტოსიდან" 2016 წელს დაიმატა, თუმცა ბრაზილიელმა გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ჯერ "ბენფიკაში", შემდეგ კი "სანტოსში" ყავდათ განათხოვრებული. 2019 წელი გაბიგოლიმ "ფლანეგოში გაატარა იჯარის წესით, 41 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე ბრაზილიელი გუნდს კოპა ლიბერტადორესის თასის მოგებაში დაეხმარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეგობარო, როცა სტატიას წერ, პიროვნება ერთხელ მაინც უნდა ახსენო სრული სახელით. გაბრიელ ბარბოსა ალმეიდა, ზედმეტსახელად გაბიგოლი - დაგეწერა და არ მომიწევდა გუგლში კვლევა-ძიების ჩატარება, თუ ვის გულისხმობ..
100 %. თან ბოლოში ავტორიც მიაწეროს )