ფეხბურთი

20:52 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

Marca-მ პაპუნაშვილი MLS-ის გუნდთან დააკავშირა

გიორგი პაპუნაშვილმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში „სარაგოსა“ დატოვოს. როგორც გავლენიანი გამოცემა Marca იტყობინება, ქართველმა შემტევმა კლუბის მოლოდინი ვერ გაამართლა და არაგონიდან აბარგების კანდიდატია.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ ესპანეთის თასის 1/64 ფინალში „სოკუელამოსთან“ გამარჯვების გოლი და გმირის სტატუსი პაპუნაშვილს „სარაგოსაში“ ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარება, რადგან მან ბოლომდე ვერ გაამართლა გაცემული ავანსები, ამასთან ესპანურ გუნდს სხვა ტრანსფერებისთვის თანხა სჭირდება და პაპუნაშვილის გაყიდვა ერთ-ერთი გამოსავალია.

Marca გიორგის MLS-ის ბინადარ „დალასს“ უკავშირებს, რომელიც დაინტერესებულია, თუმცა ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული უახლოეს ხანში წინადადებაც ოფიციალურად გაჩნდეს.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ არაგონელთა რიგებში ჩატარებულ 57 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

0.12581