იტალიური „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ახლოსაა სრულიად გამოჯანმრთელებასთან. სერბი სპეციალისტი სიმსივნის დაავადებას ამარცხებს და როგორც თავად თქვა, გვირაბის ბოლოში იმყოფება.
„ახლა მზე ანათებს, ვხედავ სინათლეს. ფეხბურთში შეიძლება ბევრი მეგობარი გყავდეს, მაგრამ როდესაც ცუდად ხდები, არავის სჭირდები, მარტო აღმოჩნდები, სიბნელეში მარტო ხარ ოჯახი უმნიშვნელოვანესია, არიანა (მეუღლე - რედ) ერთადერთი ადამიანია, მას ჩემზე მეტი კანი აღმოაჩნდა, ვიდრე მე. ყველას არ შეუძლია ერთნაირად გაუმკლავედეს ბოროტებას, მნიშვნელოვანია, რომ უკან არ დაიხიო. მე ჩემს ფეხბურთელებს ვერონაში წასვლას დავპირდი, იმ დროს მხოლოდ 72 კგ-ს ვიწონიდი, მოსიარულე მკვდარი ვიყავი, მაგრამ დაპირება მიცემული მქონდა. საჭიროა მიზნების დასახვა.
მზეს ვეხდავ, გვირაბის ბოლოში ვართ. მიღებული სიყვარული დამეხმარა. მე არ მინდოდა გმირი გავმხდარიყავი. ჩემი ოჯახი, მეუღლე, შვილები დამეხმარნენ, ყოველდღე ჩემთან ერთად იყვნენ, არიანას სავარძელშიც ეძინა“, - თქვა მიხაილოვიჩმა.