ფეხბურთი

19:46 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოდებაძის საუცხოო საჩუქარი

მატჩის დაწყებამდე გორიდან ჩამოსულმა გულშემატკივრებმა ფორვარდ ირაკლი მოდებაძეს 30 წლისთავი პლაკატითა და შეძახილებით მიულოცეს. თამაშის მსვლელობისას “დილას” ფეხბურთელმა ერთგული “ფანებიც” დააფასა და საკუთარ თავსაც საუცხოო საჩუქარი გაიკეთა – “დუბლს” საგოლე პასი მიამატა. მას ჰეთ თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

“სიონს” ნახევარმცველი თორნიკე აფციაური, ფორვარდები ვილი ისიანი და გიორგი ადამია, მცველები დავით სვანიძე და ილია კანდელაკი აკლდნენ. გორელებს მარჯვენა მცველი დავით ხურცილავა ვერ ეხმარებოდა, თუმცა ნიკა კვეკვესკირი დაუბრუნდათ.

შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა და გოლებიც ბლომად გავიდა, მაგრამ ორი ტაიმის განმავლობაში მოედანზე ყაყანი იყო. ორივე გუნდის მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მთავარ მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილისადმი საყვედური არ ელეოდათ. არბიტრს მართებდა, რომ თამაშის სადავეები ხელში თავიდანვე აეღო და მისი ოპონენტებიც ნერვებს მოთოკავდნენ.

იუბილარი მოდებაძე თავიდანვე აქტიური იყო და “სიონის” კართან პირველი ხიფათიც მან შექმნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ბაჩანა არაბულის პასის მერე ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ბურთს გურამ გურეშიძე გადაეფარა. ამ ეპიდოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ “დილას” კონტრშეტევის დროს, გიორგი სეთურიძემ მარჯვენა ფრთიდან პასი ბოლნისელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც მოდებაძემ გივი კვარაცხელიას დაასწრო და სტუმრები დააწინაურა – 0:1.

ტაიმის შუაწელში ანგარიში გიორგი ფოფხაძემ გაათანაბრა, რომელმაც “დილას” საჯარიმოს მისადგომებიდან, ოდნავ მარჯვნიდან “ჯარიმა” საუცხოოდ შეასრულა. გატანილი გოლიდან მალევე “სიონის” თავკაცმა ლადო ბურდულმა იძულებითი ცვლილება განახორციელა. მარჯვენა მცველმა დაჩი ფოფხაძე კუნთი გაიჭიმა და მისი ადგილი ალექსანდრე გოგობერიშვილმა დაიკავა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, მაგრამ უნივერსალია და გუნდს სადაც სჭირდება იქ თამაშობს.

“სიონს” დაწინაურებაც შეეძლო, როდესაც გიორგი ცხადაიამ მოწინააღმდეგის საჯარიმოს ფარგლებს გარედან მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დავით იმედაშვილმა ბურთი თავისი საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგა, რითაც სეთურიძემ ვერ ისარგებლა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ არაბულს პასი ვერ მისცა. ამის მერე, ნიკა კვეკვესკირი და გივი კვარაცხელია 2 წუთის განმავლობაში მოედანზე “საქმეს არჩევდნენ”, განსაკუთრებით “დილას” ნახევარმცველი აქტიურობდა და საბოლოოდ, მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი აჩვენა. არადა, რომ გაეძევებინა არც არავინ დაძრახავდა.

შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ ლუკა რაზმაძის პასის შემდეგ, მოდებაძემ სტუმართა საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთ მეტოქეს გასცდა და “ცაციათი” შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:2. პირველი ტაიმის მერე, გასახდელისკენ მიმავალ კიკაჩეიშვილს ბურდულმა ერთი-ორი “ტკბილი” სიტყვა დაადევნა.

შესვენებაზე ბურდულმა ბრაზილიელი ნახევარმცველი ლიმა ლოპესი სამხარაძით შეცვალა, მაგრამ გუნდის შეტევის პოტენციალი ვერ გააძლიერა. პირიქით, მეორე ტაიმის დაწყებიდან თითქმის 15 წუთი გასულიყო, რომ ლაშა ჯაფარიძემ მოედნის სიღრმიდან რეიდი განახორციელა და დროულად შენიშნა ბოლნისელთა საჯარიმოში გახსნილი არაბული, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი კარიდან წინ გამოსულ ბათიაშვილს თავს ზემოთ გადაუგდო – 1:3.

84-ე წუთზე, სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მსაჯმა ბურდული ე.წ. “ტექნიკური ზონიდან” გააძევა. ტრიბუნაზე ასული “სიონის” მწვრთნელი მატჩის დამკვირვებელ რეზო შენგელიას ეკამათა. მისი თქმით, თუ ის გააძევეს, მსაჯს წითელი ბარათი კვარაცხელიას შემგინებელ კვეკვესკირისთვისაც უნდა ეჩვენებინა. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, გიორგი ერისთავმა მარცხენა ფლანგზე ინდივიდუალური თამაშის წყალობით გვერდი სამ მეტოქეს აუარა და ახლო მანძილიდან ბათიაშვილმა არ გაატანინა, მაგრამ ბურთი მოდებაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმის მერე საჯარიმოში კვარაცხელიამ ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი მოდებაძემ შეასრულა და ბურთი მიზანს ააცილა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მოდებაძემ მარცხენა ფრთიდან კარგი პასი გაუკეთა “სიონის” საჯარიმოში მყოფ რომან ახალკაცს, რომელსაც საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში ხელი ვერავინ შეუშალა – 1:4.

მატჩის შემდეგ, ბურდულმა განაცხადა, რომ მსაჯმა თამაში “გააფუჭა”, რადგან 1:1-ზე კვეკვესკირი არ გააძევა. მისი თქმით, მეოთხე არბიტრმა მთავარ მსაჯს უთხრა, რომ კვეკვესკირმა კვარაცხელიას შეაგინა, მაგრამ კიკაჩეიშვილმა ზომები არ მიიღო. ბურდულს თავისი დანაშაული არ დაუმალავს და ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთხელ უკვე მოიხადა.

სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში “დილაში” ხელფასი ერთხელ დარიგდა. მან გორის მუნიციპალიტეტს, რომლის ბალასზეცაა გუნდი, დროული ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა. უშუალოდ მატჩზე თქვა, რომ პირველ ნომრად ითამაშეს და ორი ტაიმი უპირატესობას ფლობდნენ, შესაბამისად გამარჯვებაც ლოგიკური იყო.

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:4 (1:2)

4 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

სიონი: ბათიაშვილი (კ), გივი კვარაცხელია, იმედაშვილი, გიორგი ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, დაჩი ფოფხაძე (გოგობერიშვილი, 31), ცხადაია, ლიმა ლოპესი (სამხარაძე, 46), გურეშიძე, ზვიად ლობჟანიძე, უგულავა.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

დილა: სომხიშვილი, ლომიძე, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე (კ), ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი (ახალკაცი, 85), სეთურიძე, არაბული, მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

გოლები: 0:1 მოდებაძე (17), 1:1 ფოფხაძე (26), 1:2 მოდებაძე (45), 1:3 არაბული (58), 1:4 ახლაკაცი (90+1).

87-ე წუთზე მოდებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

გაფრთხილება: ლომიძე (3), კვარაცხელია (42), კვეკვესკირი (42), სამხარაძე (86).

გაძევება: ბურდული (84).

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.


4ოქტომბერი

გურია(ლანჩხუთი) –სპარტაკი(ცხინვალი) 1:1 (0:0)

გოლები:0:1 ნიკა კაჭარავა(77), 1:1 კობა შალამბერიძე (88, პენალტით)


ზესტაფონი - კოლხეთი (ფოთი) - 1:1 (0:1)

გოლები:1:0 დვალი (25), 1:1 დათა სიჭინავა (56)


5ოქტომბერი

ჩიხურა(საჩხერე) –ვიტჯორჯია(თბილისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები:ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა); ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)

მსაჯები:ი. კვირიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, ა. ნონიკაშვილი


ზუგდიდიტორპედო(ქუთაისი)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00

დისკვალიფიცირებული:ლაშა კუკავა (ზუგდიდი)

მსაჯები:დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)


სამტრედიადინამო(ბათუმი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)


შუქურა(ქობულეთი) –მეტალურგი(რუსთავი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00

დისკვალიფიცირებული:კახაბერ კაკაშვილი (მეტალურგი)

მსაჯები:ჯ. ხორავა, ზვ. ერქვანია, ი. კაკაბაძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)


დინამო(თბილისი) –მერანი(მარტვილი)

თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

მსაჯები:გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

პირდაპირიტელერეპორტაჟიპირველიარხით


1.დინამო თბილისი751114:616
2.დილა842212:414
3.სპარტაკი84227:714
4.სამტრედია74128:613
5.ტორპედო73318:512
6.ვიტ ჯორჯია73139:610
7.დინამო ბათუმი73138:810
8.ჩიხურა73137:810
9.გურია82427:1310
10.ზესტაფონი823316:119
11.მეტალურგი72329:89
12.სიონი82249:138
13.კოლხეთი82247:118
14.მერანი72146:87
15.შუქურა71425:117
16.ზუგდიდი70344:113


მეგოლეები:

5 -ირაკლი მოდებაძე (დილა)

4-შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

თეგებისიონიდილა
0.218079