ფეხბურთი

14:44 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესს პრემიერლიგაში დაბრუნება სურს

„ნიუკასლის,“ „რეალისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, რომელიც ამჟამად ჩინურ „დალიან იფანს“ თავკაცობს, ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ მანამდე მან „ვესტ ჰემის“ წინადადება უარყო.

„პრემიერლიგის კლუბებიდან მქონდა შეთავაზებები. მაგრამ, უნდა გაიაზრო სწორად იქცევი თუ არა გადაწყვეტილების მიღებისას. როცა „ნიუკასლიდან“ წავედი, სხვა წინადადებებს აღარ დავლოდებივარ.

ახლა ჩინეთში დიდ პროექტზე ვმუშაობთ და იქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

ახლო მომავალში აუცილებლად დავბრუნდები პრემიერლიგაში. ჯერ ერთი, ჩემი ოჯახი ინგლისში ცხოვრობს. მეორეც, იქ სულ სხვა ატმოსფეროა, მაღალი სისწრაფეები, სავსე ტრიბუნები და ემოციური გულშემატკივრები.“ - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს The Athletic.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121093