ფეხბურთი

15:50 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარიმ სერია A-ში 100 თამაში ყველაზე სწრაფად მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ გენუის „სამპდორია“ 2:1 დაამარცხა და მაურიციო სარისთვის ეს იყო სერია A-ს ეგიდით რიგით მეასე გამარჯვება.

როგორც Opta იტყობინება, სარიმ 100 მოგება ყველაზე ხანმოკლე დროში დააგროვა - 169 მატჩში. სტატისტიკა 1994-1995 წლების სეზონიდან იღებს სათავეს და მაურიციომ კარლო ანჩელოტის მიღწევა გააუმჯობესა.

მაურიციო სარი - 100 მოგება 169 მატჩიდან

კარლო ანჩელოტი - 100 მოგება 185 მატჩიდან

რობერტო მანჩინი - 100 მოგება 197 მოგებიდან

მასიმილიანო ალეგრი - 100 მოგება 203 მატჩიდან

ალბერტო ძაკერონი - 100 მოგება 220 მატჩიდან

სარიმ 13 თამაში „იუვენტუსის“, 79 „ნაპოლის“, ხოლო 8 „ემპოლის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო.

0.134906