ფეხბურთი

15:22 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ტოტენჰემი“ მოურინიუს თანხას გამოუყოფს

„ტოტენჰემი“ მზადაა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინუს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, გარკვეული სახსრები გამოუყოს ახალი ფეხბურთელების შესაძენად. თუმცა, კონკრეტული თანხა არ სახელდება - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, პრიორიტეტული პოზიცია, რომლის გაძლიერებასაც პორტუგალიელი სპეციალისტი აპირებს, მარჯვენა მცველია. ამ ადილზე ნორვიჩელი მაქსიმილიან აარონსისა და ვესტბრომვიჩელი ნათან ფერგიუსონის კანდიდატურებს მოიაზრებენ.

გაცილებით დიდი გადახალისება ელის „ტოტენჰემს“ მომავალ ზაფხულს. თუკი ტობი ალდერვეირელდი და იან ვერტონგენი კონტრაქტებს აღარ გააგრძელებენ და კრისტიან ერიკსენიც სხვა კლუბში გადავა, მოურინიუმ უფროსებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი დაფინანსება დასჭირდება, რათა გუნდი კონკურენტუნარიანი დარჩეს რამდენიმე მიმართულებით.

კლუბის პრეზიდენტი, დანიელ ლევი, ეცდება ფინანსური მდგომარეობა ზამთარშივე გამოასწოროს ერიკსენის გაყიდვით.

0.134092