თამაშგარე

11:27 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ თავის ცოლს დაბადების დღეზე დაუჯერებელი რამ აჩუქა

თუ მსოფლიო ბულვარულ პრესას მუდმივად არ ადევნებთ თვალს, ძალიანაც რომ ეცადოთ მაინც ვერ გამოიცნობდით დაბადების დღეზე თუ რა აჩუქა ამჟამად უკვე ფრანგულ “პსჟ“-ში მობურთალმა არგენტინელმა თავდამსხელმა მაურო იკარდიმ მის გადარეულ ცოლსა და ამავდროულად პირად აგენტს - ვანდა ნარას.

ფიქრით ნამეტანავად რომ არ გადაგღალოთ ბარემ გეტყვით, რომ მაურომ ცოლს ოცნება აუსრულა და არც მეტი, არც ნაკლები აბაზანა აჩუქა. ცხადია ეს სულაც არაა უბრალო აბაზანა. იგი სპეციალური ვულკანური ქვიშისგანაა შექმნილი და მასში ჩამწოლი ადამიანი თურმე არაერთ დარდსა და სენს განიქარვებს.

ვანდა ნარა ცოტა ხნის წინ 33 წლისა მოიყარა და ამ მრავალშვილიანი და მრავალ ყოფილქმრიანი ქალის იუბილე ცხადია “ყვითელი“ მოკალმეების ინტერესის გარეშე არ ჩაივლიდა. მით უმეტეს, რომ ამ ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, თითქოს მაურო იკარდისა და მის ცოლს რაღაც გაურკვევლობები ჰქონდათ ოჯახში. როგორც ჩანს, ბულვარულ მედიას კოვზი ამჯერადაც ნაცარში ჩაუვარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12178