ფეხბურთი

9:08 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდით „მილანიც“ დაინტერესდა

„მილანი“ „ზალცბურგის“ შემტევის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირების მსურველთა რიცხვს შეუერთდა. „როსონერი“ მზადაა ნორვეგიელს ჯამაგირად წელიწადში 5,5 მილიონი ევრო შესთავაზოს - გვამცნობს Sportitalia.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ გარდა ჰოლანდის საკუთარ რიგებში ხილვა „იუვენტუსს,“ „მანჩესტერ იუნაიტედს,“ „ჩელსის,“ დორტმუნდის „ბორუსიას,“ „ლაიპციგსა“ და „ნიცას“ სურთ.

კლუბის არჩევისას, ფული გადამწყვეტი არ იქნება. მთავარია ერლინგს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რათა განვითარება განაგრძოს. ამ მხრივ კი „მილანი“ ცუდი ვარიანტი არ არის.

„ზალცბურგთან“ ჰოლანდის კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი და მისი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.

„იუვენტუსი“ ნორვეგიელს წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობდა გასამრჯელოდ. „მილანმა“ კი თამასა 5,5 მილიონამდე ასწია.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ჰოლანდმა 22 მატჩში 28 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

0.117278