ფეხბურთი

2:22 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოს" გამოძახილი: უგოლო მატჩი 6 235 დღის შემდეგ და ზიდანის ისტორია!

„ელ კლასიკო“ უგოლოდ დასრულდა და მილიონობით მაყურებლის მოლოდინი ვერ გაამართლა. ძნელია გავიხსენოთ ბოლოს როდის შედგა ასეთი მოსაწყენი დაპირისპირება კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის.

თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეს იყო პირველი 0:0 6 235 დღის შემდეგ! აქამდე, „ელ კლასიკო“ უგოლოდ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლოს 2002 წლის ნოემბერში დასრულებულიყო და როგორც Opta იტყობინება, მას შემდეგ 6 235 დღე გავიდა - 17 წელი!

გარდა ამისა, ზინედინ ზიდანი ისტორიაში შევიდა: ფრანგმა „კამპ ნოუზე“ „რეალის“ თავკაცის რანგში მეხუთე „ელ კლასიკო“ ჩაატარა დაუმარცხებლად (2 მოგება, 3 ფრე). აქამდე „სამეფო კლუბის“ არცერთი მწვრთნელისთვის „ბარსელონასთან“ სტუმრად ჩატარებული საწყისი 5 შეხვედრა მარცხის გარეშე არ დასრულებულა.

სხვა მხრივ, გუნდებმა ქულები გაინაწილეს და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციასაც ინაწილებენ. ორივეს 36-36 ქულა აქვთ და "ბარსელონა" პირველ ადგილზე მხოლოდ იმიტომაა, რომ ბურთების ოდნავ უკეთესი ბალანსი გააჩნია.

0.12407