ფეხბურთი

1:58 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ინტერი" უკან მოიტოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურის მატჩი ნაადრევად ჩაატარა, რადგან დამდეგ უიქ-ენდზე იტალიის სუპერთასის შეხვედრა ელოდება.

შედეგად, „იუვემ“ უშუალოდ სერია A-ში წელი გამარჯვებით დაასრულა, ეს კი პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს უმაღლესი ოსტატობის დამსახურებაა. არგენტინელმა მე-19 წუთზე ერთი შეხებით საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და ანგარიშიც გაიხსნა.

გენულებმა შესვენებამდე გაათანაბრეს, ალექს სანდროს შეცდომა ჯანლუკა კაპრარიმ გოლად აქცია და თითქოს კლაუდიო რანიერის გუნდი შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით უნდა გასულიყო. თუმცა, ასე ფიქრობდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 45-ე წუთზე იმავე ალექს სანდროს ჩაწოდების შემდეგ ფაქტობრივად გაფრინდა - ხარიხაზე მაღლა აღტა და „იუვე“ ისევ დაწინაურდა.

მეორე ტაიმში გუნდებს მცდელობა არ დაუკლიათ, თუმცა გოლი არ გასულა. შედეგად, „იუვემ“ 42 ქულა დააგროვა და „ინტერს“ 3 ქულით გაასწრო, მაგრამ მილანელები დამდეგ უიქ-ენდზე „ჯენოას“ უმასპინძლებენ და სტატუსქვოს აღდგენის შანსი ექნებათ.

დღესვე, გადადებული მატჩი გაიმართა „ბრეშასა“ და „სასუოლოს“ შორის, რომელიც სტუმრებმა დამაჯერებლად მოიგეს და სატურნირო ვითარება გაიუმჯობესეს.

„სამპდორია“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:2)

გენუა, „ლუიჯი ფერარისი“

„სამპდორია“ (3-5-2): აუდერო; ფერარი, მურილო, კოლი; დეპაოლი (ლერისი 51), ტორსბი, ლინეტი, იანკტო (გაბიადინი 62), მურუ (აუგელო 76); რამირესი, კაპრარი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი, ალექს სანდრო (დე შილიო 82); რაბიო, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 77), იგუაინი (რემზი 69), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 დიბალა (19), 1:1 კაპრარი (35), 1:2 რონალდუ (45)

გაფრთხილება: იანკტო (43), მურილო (61), კაპრარი (76, 90), რამირესი (90) - პიანიჩი (59), დემირალი (76)

გაძევება: კაპრარი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

„ბრეშა“ – „სასუოლო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტრაორე (25), 0:2 კაპუტო (71)

თეგებისერია A
0.132402