ფეხბურთი

22:46 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" არტეტა ჩაიბარებს

მიკელ არტეტა ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოსაა. The Times-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელს გზა გაუხსნა და შესაბამისად, ბარიერი აღარ არსებობს.

მოგეხსენებათ, არტეტა „სიტიში“ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბშია დასაქმებული, თუმცა, ახლა შეუძლია გუნდი დატოვოს და „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

როგორც ცნობილი გახდა, ესპანელი „მეთოფეებთან“ 3.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და შესაბამისად, „ემირეითსზე“ 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

არტეტა „არსენალს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან ფეხბურთელობისას 2011-2016 წლებში ირჯებოდა ლონდონში და კარიერაც იქ დაასრულა.

0.104641